დღის ამბები

თელავის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები გადაეცათ

გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრებთან ერთად თელავის სოფელ კურდღელაურში მცხოვრებ ბოშებს ჰიგიენური საშუალებები და საკვები პროდუქტები გადასცა.

“საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ყველა იმ ადამიანს დავეხმაროთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. გარდა პროდუქტის გადაცემისა, ჩვენ მათ კორონავირუსის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ავუხსენით, რომ აუცილებელია ყველა რეგულაციის და წესის დაცვა, რათა თავიდან ავიცილოთ ვირუსის გავრცელება,”- აღნიშნა თელავის მერმა.

პროექტი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივითა და კოორდინირებით განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close