დღის ამბებისპორტი

ევრო 2024- ეროვნული ბანკი საკოლექციო ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს

ფეხბურთში ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე თამაშის აღსანიშნავად, საქართველოს ეროვნული ბანკი 5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების ოქროსა და ვერცხლის მონეტებს გამოუშვებს.

აღსანიშნავია, რომ მონეტების დიზაინის თითოეული დეტალი ეროვნული ნაკრების გუნდის სიმბოლიკიდანაა აღებული და სრულად შეესაბამება მის ბრენდბუქს.

მიმდინარე ეტაპზე, პარტნიორად შერჩეულ ლიეტუვის ზარაფხანაში დაწყებულია ევრო 2024-ის საკოლექციო მონეტების დამზადების პროცესი, რომლის დასრულება და რეალიზაცია ამ წლის ბოლოს იგეგმება.

წყარო/ეროვნული ნაკრები

Show More

Related Articles

Close