Home დღის ამბები 43 წლის კახაბერ გაბრელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

43 წლის კახაბერ გაბრელაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

სოფელ ფშაველში მცხოვრებ 43 წლის კახაბერ გაბრელაშვილს, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

კახაბერ გაბრელაშვილი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიჭრა. ამჟამად უგონოდ, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში- რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. მამაკაცის მეგობრების თქმით, ოჯახმა სრულად ამოწურა მკურნალობისთვის საჭირო ფინანსური რესურსი, რის გამოც პაციენტისთვის მკურნალობის გაგრძელება შეუძლებელი ხდება. კლინიკაში არსებული დავალიანება 65 000 დოლარს აჭარბებს.

ოჯახს არ აქვს დარჩენილი ფინანსური რესურსი და დახმარებისთვის საზოგადოებას მიმართავს.

თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.

საქართველოს ბანკი
GE52BG0000000527219997
მიმღები – თამარ კოპალიანი

თიბისი ბანკი
GE28TB7542245064300071
მიმღები – თამარ კოპალიანი