Home რეგიონი გურჯაანი სოფელ ვეჯინში ამაღლების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ ვეჯინში ამაღლების მონასტრამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია უტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ამაღლების მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- პროექტის ფარგლებში, 658 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.

” მოასფალტების სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

გზის რეაბილიტაციაზე, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 331 977 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს “იმედი დიდუბე” ასრულებს”,- აღნიშნავენ ინფორმაციაში.