გურჯაანირეგიონი

პროექტი “startup gurjaani “ დაიწყო

გურჯაანის ტექნოპარკში, პროექტი “startup gurjaani “ დაიწყო, რომლის გახსნასაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, დაესწრო.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, პროექტში, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება ახორციელებს, 15-25 წლამდე ასაკის ადგილობრივი ახალგაზრდები მონაწილეობენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების მეწარმეობით დაინტერესება და შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

ცნობისთვის, ფინალურ ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო 3 იდეა (თითო-თითო მიმართულებიდან), და გადაეცემა ფულადი ჯილდო თითოეულს 3000 ლარის ოდენობით.

Show More

Related Articles

Close