კულტურალაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხში N1 და N3 საჯარო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ქალაქ ლაგოდეხის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, ლაგოდეხის N1 და N3 საჯარო სკოლის, მოსწავლეების ორმოცამდე ნამუშევარის გამოფენა გაიმართა.

 

“მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენისა და მათში კრეატიული აზროვნების განვითარების მიზნით, მსგავსი საჯარო ნამუშევრების გამოფენა, ეტაპობრივად, გაიმართება. ბავშვების ინდივიდუალურმა ხედვამ, სტილმა, საგანგებოდ შერჩეულმა ფერთა გამამ, მრავალფეროვანი და საინტერესო გახადა ღონისძიება და ვფიქრობ, მრავალ, მხატვრობით დაინტერესებულ ადამიანს მოხიბლავს“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, გამოფენა, ლაგოდეხის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

Show More

Related Articles

Close