Home დღის ამბები თელავიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა ქუთაისში იპოვეს

თელავიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა ქუთაისში იპოვეს

თელავიდან გაუჩინარებული  ახალგაზრდა მამაკაცი, ქუთაისში იპოვეს. ინფორმაციას 24 წლის კაცის დედა ადასტურებს.

„დამირეკა, კარგად არის, მადლობა ყველას”– ამბობს დედა.

ცნობისთვის, ჯერჯერობით უცნობია დეტალები, რატომ აღმოჩნდა ახალგაზრდა ქუთაისში.

შეგახსენებთ, ოჯახის წევრები და ახლობლები ალექსანდრე ჩერნოვს სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ახლობლებთან ერთად, ძებნის სამუშაოებში ჩართული იყო პოლიცია.