Home რეგიონი სოფელ ჭიკაანში ღონისძიება გაიმართა

სოფელ ჭიკაანში ღონისძიება გაიმართა

სოფელ ჭიკაანის კულტურის სახლის დარბაზში, ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები მონაწილეობდნენ.

ყვარლის მერიის ინფორმაციით- ღონისძიების მიზანს ეროვნული ტრადიციების მხარდაჭერა და კულტურის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ცნობისთვის, კონცერტს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი მაია ზარდიაშვილი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.