Home დღის ამბები თელავის IV საჯარო სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

თელავის IV საჯარო სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის თელავის IV საჯარო სკოლის დაარსებიდან 100 წლისთავი საზეიმოდ- თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში აღინიშნა.

საზეიმო ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და კურსდამთავრებულები იღებდნენ მონაწილეობას.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები – პლატონ კალმახელიძე და ლევან ლილუაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ესწრებოდნენ.