Home დღის ამბები მამაკაცი რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა გარდაიცვალა

მამაკაცი რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა გარდაიცვალა

მამაკაცი, რომელსაც თელავის აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანა დაეჯახა, გარდაიცვალა.

,,დაშავებულის კლინიკაში შემოყვანიდან ძალიან მალე დაფიქსირდა გარდაცვალება. მხოლოდ პირველადი დახმარების გაწევა შევძელით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანების გამო, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა”, – განაცხადა თელავის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

შეგახსენებთ, შემთხვევა რამდენიმე საათის წინ, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, როცა ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზის გადაკვეთას ცდილობდა.