Home რეგიონი გურჯაანი სოფელ ვეჯინში ამაღლების ეკლესიისკენ მიმავალ გზას რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ ვეჯინში ამაღლების ეკლესიისკენ მიმავალ გზას რეაბილიტაცია უტარდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში, ამაღლების ეკლესიისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ადგილობრივი მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა, მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს გიორგი კუპრაშვილთან ერთად, ადგილზე მოინახულა.

პროექტის მიხედვით, მოასფალტდება 658 მეტრი სიგრძის გზა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 331 977 ლარი დაიხარჯება.