სიღნაღის თეატრალური ფესტივალი გაიხსნა „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლით „ფიროსმანი“, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა დადგა.
ფესტივალის გახსნას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრი, დავით სონღულაშვილი, სიღნაღის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მერებთან და თეატრალური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.