Home რეგიონი გივი ზაუტაშვილი სოფელ ბალღოჯიანში გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო

გივი ზაუტაშვილი სოფელ ბალღოჯიანში გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, სოფელ ბალღოჯიანში გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

არსებული ინფორმაციით, პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებეულება 1 951 930 ლარს შეადგენს.

ცნობისთვის, სოფელ ბალღოჯიანში მეორე უბნისა და ორი გადამკვეთი გზის ასფალტის საფარის დაგება 2776 გრძივ მეტრზეა დაგეგმილი.