გურჯაანში, პირველად, კასკადიორთა სკოლა გაიხსნება. სტუდიაში სწავლა 14 წლის ასაკიდან იქნება შესაძლებელი.
” შესაძლებლობა გექნებათ,ისწავლოთ მისგან, ვინც თავისი საქმის პროფესიონალია. სასწავლო პროცესს გაუძღვება Action Production Georgia-ს(https://www.facebook.com/stuntsstudio/?locale=ka_GE) დამფუძნებელი, ექშენ რეჟისორი, კასკადიორი დავით ხუბუა.
უცხოურ პროექტში მონაწილეობის გამო, ღია კარის დღე , გურჯაანის კულტურის ცენტრში, 25 მაისის ნაცვლად გაიმართება 2 ივნისს, 14:00 სთ-ზე, სადაც თქვენთვის საინტერესო ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს”,- აღნიშნავენ გურჯაანის მერიაში.