Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხმა ამირან არჩვაძის სახელობის რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხმა ამირან არჩვაძის სახელობის რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა

ლაგოდეხმა, პირველად, ამირან არჩვაძის სახელობის, რეგიონალურ ფესტივალს უმასპინძლა. ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული ღონისძიება, სახალხო მსვლელობით დაიწყო და მასში, კახეთის რეგიონის, 16 ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა მიიღო მონაწილეობა.

„ამირან არჩვაძე, დამსახურებული ქორეოგრაფი, ბრწყინვალების “ორდენის” კავალერი გახლდათ. ამაგდარი ქორეოგრაფი, ანსამბლ “ლაკვასტი”-ს დამაარსებელია. არაერთი ქორეოგრაფის აღმზრდელმა, თავისი სიცოცხლის განმავლობაში, ფასდაუდებელი შრომა გასწია, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარების საქმეში. ლაგოდეხის ქორეოგრაფიის ბერმუხის სახელობის ქართული ნაციონალური ცეკვების ფესტივალი, მუნიციპალიტეტში, ტრადიციად დამკვიდრდება“, – განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.

ცნობისთვის, ამირან არჩვაძის სახელობის ფესტივალი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის მხარდამჭერით, წელს დაფუძნდა.