დღის ამბებისაზოგადოება

ლაგოდეხელმა ნიკა გოგოლაძემ მოხუცთა თავშესაფრის ასაშენებლად თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო

ლაგოდეხში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, ნიკა გოგოლაძემ, მუნიციპალიტეტში, მოხუცთა თავშესაფრის ასაშენებლად, თანხის შეგროვების კამპანია დაიწყო.

ნიკა ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში ბევრი მოხუცია მზრუნველობის გარეშე დარჩენილი, რომელსაც თავად ეხმარება, თუმცა, თავშესაფრის აშენება მოხუცებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

,,მიწის ღირებულება, სადაც შესაძელებლია თავშესაფრის აშენება, შეადგენს 5 000 დოლარს. თუ თანხა მოგროვდება, ეს იქნება ჩვენი საერთო მიწა და აქ აშენდება მოხუცთა პანსიონატი. ვისაც უნდა ამ დიდ საქმეს ერთობლივად მივხედოთ, გვერდში დამიდგეს. ერთი ლარიც კი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ შევძლოთ ამ დიდი საქმის დაწყება. გვინდა მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს, რომ მოხუცებს გავულამაზოთ ცხოვრება, რომ მათ მშვიდად იცხოვრონ.

ბევრი წლებია ჩემი მეგობრების და საზოგადოების დახმარებით, მოხუცებს ვეხმარები. ბევრი წლის გამოცდილებამ მაჩვენა, რომ მუნიციპალიტეტში უმრავი ადამიანია, ვისაც სჭირდება მსგავსი დაწესებულება. ბევრი მოხუცი გამიშვია მე თვითონ ოჯახის თხოვნით სხვა მუნიციპალიტეტში მოქმედ პანსიონატში. ამიტომ ვფიქრობ, აუცილებელია მსგავსი დაწესებულების ფუნქციონირება. მჯერა ამ თანხას ერთობლივი ძალებით მოვაგროვებთ და საერთო საქმეს წამოვიწყობთ”,- განუცხადა knews.ge-ს ნიკა გოგოლაძემ.

ნიკა გოგოლაძემ თანხის შეგროვება უკვე დაიწყო:
ანგარიშის ნომერი:

#GE31BG0000000593942213 -ბანკი საქართველო;
#GE14TB7477636515100010-ბანკი თიბისი;

პნ-25001050150
საკონტაქტო-557549482

სხვა ქვეყნიდან გზავნილისთვის: http://Paypal.me/gogoladzenikolozi

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close