დღის ამბებისაზოგადოება

ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 141 წელი გავიდა

ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 141-ე წლისთავზე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ქეთევან იაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო.

მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში გაიხსნა გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ქეთევან იაშვილის კოლექციიდან ქართველი მხატვრების ნამუშევრები. ასევე, მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში დოკუმენტური ფილმის – ,,ქეთევან იაშვილი” ჩვენება გაიმართა.

ქეთევან იაშვილი წლების მანძილზე აგროვებდა ფერწერულ ტილოებს და ბოლოს იგი გახდა ბრწყინვალე კოლექციის მფლობელი, რომელიც უსასყიდლოდ გადასცა თავის მშობლიურ ქალაქს. ქეთევან იაშვილი მისივე ანდერძის თანახმად, დაკრძალულია თელავის ისტორიული მუზეუმის ეზოში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close