ლაგოდეხირეგიონი

იაპონიის საელჩომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს გრანტი- 91 525 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადასცა

იაპონიის ელჩი, შიძუკა ჰიდეკი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს, ჯონდო მდივნიშვილს, სპეციალური ვიზიტით შეხვდა.

შეხვედრას, მერთან ერთად, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული- გიორგი ალადაშვილი, მერის მოადგილე- ნინო ბატიაშვილი, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

იაპონიის საელჩომ, საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს, გრანტი, 91 525 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადასცა.

ცნობისთვის- აღნიშნული პროექტით, მუნიციპალიტეტში დასუფთავების სერვისების გაუმჯობესების მიზნით, ნარჩენების შემკრები ავტომობილი და 77 ერთეული ურნის შეძენა განხორციელდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close