ახმეტადღის ამბებირეგიონი

კახეთში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

ახმეტაში, ჭავჭავაძის ქუჩის და სოფელ მაღრაანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაციის პროცესს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი მუნიციპალიტეტის მერ, ალექსი ფიცხელაურთან და საკრებულოს თავმჯდომარე, იოსებ ქარუმაშვილთან ერთად გაეცნო.

ქალაქ ახმეტაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პროექტით გათვალისწინებულია 900 გრძივი მეტრის მოასფალტება და სანიაღვრე არხების მოწყობა, ხოლო სოფელ მაღრაანში, დაგეგმილია შიდა საუბნო გზის მოასფალტება 477 გრძ. მეტრზე და სანიაღვრე არხები მოწყობა.

ცნობისთვის- საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 882 600 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close