ახმეტაგურჯაანირეგიონი

26 აპრილიდან გურჯაანის, ახმეტისა და თელავის ტექნოპარკში პროექტი ”Tech Sparks AI კახეთი” იწყება

26 აპრილიდან გურჯაანის, ახმეტისა და თელავის ტექნოპარკში პროექტი ”Tech Sparks AI კახეთი” იწყება.

პროექტი მიზანად ისახავს განათლების სფეროში არსებული პრობლემების/გამოწვევების ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტას სასკოლო გუნდების მიერ და ინოვაციური სტარტაპ პროექტების შექმნას განათლების მიმართულებით.

” ვის შეუძლია მონაწილეობა?
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თელავის, ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ სასკოლო გუნდებს, რომლებმაც უნდა წარდგინონ ერთი 3-5 წევრიანი გუნდი, ხელმძღვანელ მასწავლებელთან ერთად.

ტრენინგების დასრულების შემდეგ ჩატარდება 1 დღიანი იდეათონი, სადაც მონაწილე სკოლის გუნდებს მოუწევთ სტარტაპ იდეებზე მუშაობა გამოცდილი მენტორების დახმარებით.

პროექტის ჩატარებას უზრუნველყოფს კომპანია Smart Digital: Education, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close