გურჯაანირეგიონი

გურჯაანში სამედიცინო დახმარების პროგრამით ბოლო 3 თვეში 1021 ბენეფიციარმა ისარგებლა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების პროგრამით, მიმდინარე წლის 3 თვეში, 1021 ბენეფიციარმა ისარგებლა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 79 164 ლარი გაიცა.

” სამედიცინო დახმარების თანადაფინანსების ქვეპროგრამა, გურჯაანის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ პირთა, დევნილის სტატუსის მქონე გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა, სახელმწიფო პროგრამის მინდობითი აღზრდის ქვეპროგრამაში ჩართულ გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ პირთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ ბავშვთა სამედიცინო მომსახურების (სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობა, კლინიკო – ლაბორატორიული, ინსტრუმენტული, მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები) ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close