დღის ამბებისაზოგადოება

თელავში კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” გააპროტესტეს

თელავში, არასამთავრობო სექტორის და მედიის 10- მდე წარმომადგენელმა მოწოდებით- “არა რუსულ კანონს” – კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ” გააპროტესტა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ- კანონპროექტი ქვეყანას გზას ევროპისკენ წაართმევს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, აღარ ექნებათ შესაძლებლობა იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში.

აქციის მონაწილეებისთვის, მიუღებელია კანონპროექტის განხილვის პროცესიც რაც ამ წუთებში საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close