ახმეტარეგიონი

ახმეტაში „მოყვარულთა ლიგა 2024“ -ის მუნიციპალური თამაშები იწყება

ახმეტის მუნიციპალიტეტში „მოყვარულთა ლიგა 2024“ -ის მუნიციპალური თამაშები იწყება.

საპრიზო ადგილზე გასულ გუნდებს მუნიციპალიტეტის მერია – დააჯილდოვებს.

” გამარჯვებული გუნდი რეგიონულ შეჯიბრზე გავა, საქართველოს საუკეთესო გუნდი კი ევროპის სამოყვარულო ჩემპიონატზე – ‘’ UEFA Regions cup’’ და საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე.

შეჯიბრის ინიციატორია საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია, ხოლო ორგანიზატორი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების,კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.

ტურნირის მიზანი ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა.

მონაწილეობის მსურველი გუნდების შესახებ განაცხადები მიიღება 10 მაისის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით -599 15 58 76; 591 01 01 59″,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close