დღის ამბებიეკონომიკასაზოგადოება

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი იზრდება

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა უკავშირდება ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას, კერძოდ, ორშაბათს სირიაში, ირანის საკონსულოს შენობაზე თავდასხმას. როგორც CNN-ი წერს, ახლო აღმოსავლეთი ნაკლებად სტაბილურია ახლა, ვიდრე ერთი წლის წინ.

გარდა ამისა, უკრაინის თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, წითელ ზღვაში ჰუსითების მიერ განხორციელებული თავდასხმები გემებზე და ამერიკაში ნავთობის მოპოვების აღდგენის ნელი პროცესი გლობალურ ბაზარზე ფასების ზრდას განაპირობებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close