ახმეტარეგიონი

ორგანიზაცია “საბუკოს” და ახმეტის მერიას შორის შეხვედრა გაიმართა

ახმეტაში, ორგანიზაცია საბუკოს და ახმეტის მერიას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც- ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ფილაშვილი, ასევე- ახმეტის მერიის და თუშეთის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე საბუკოს დირექტორმა, ირაკლი მაჭარაშვილმა და ორგანიზაცია საბუკოს წარმომადგენლებმა მერს და დამსწრე პირებს გაუზიარეს მოსაზრებები ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, მოხდა შეთანხმება რიგ საკითხებზე და თანამშრომლობის შემდეგი ნაბიჯები დაიგეგმა.

ორგანიზაციის ერთ-ერთი მიმდინარე საქმიანობა დაკავშირებულია პროექტთან „კახეთის სტეპები: ბალანსი ცოცხალ ლანდშაფტსა ან მომავალ უდაბნოს შორის“, რომელიც მოიცავს ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებს, ჭაჭუნის აღკვეთილს, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიასა და კოწახურას ქედის ზურმუხტის საიტს.

ცნობისთვის, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის გეგმის მომზადება 2025 წლის სექტემბერამდე.

აღნიშნულ ტერიტორიას მართავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ააიპ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close