დღის ამბებისაზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში 43 წლის ქალი ემსხვერპლა

43 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა დღეს ავტოსაგზაო შემთხვევას დედოფლისწყაროში.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგზარდა ქალი საჭეს თავად მართავდა, რა დროსაც ავტომანქანა მოცურდა და ბოძს შეეჯახა.

არსებული ცნობით, ქალი დედოფლისწყაროში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მასწავლებელი იყო.

მომხდარზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close