განათლებადღის ამბებისაზოგადოება

სოფელ ძველ ანაგაში 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება

კახეთის რეგიონში საბავშვო ბაღების მშენებლობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ 21 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ხორციელდება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ- მალხაზ ბეგიაშვილთან ერთად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ძველ ანაგაში 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობის პროცესი დასკვნით ფაზაშია.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მისი ჯამური ღირებულება 3 333 000 ლარს შეადგენს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close