დღის ამბებისაზოგადოება

სოფელ ყარაჯალაში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში, ბაჩო სივიევის საცხოვრებელ სახლში პოლიციამ სპეცოპერაცია ჩაატარა.

“მთავარი არხის” ინფორმაციით- ადგილობრივის ეზოში სამართალდამცავები იარაღს ეძებდნენ, თუმცა ვერ მიაკვლიეს.

ოჯახი პოლიციის ქმედებას ზეწოლად აფასებს და პროტესტს გამოთქვამს. ვინაიდან, მათი ინფორმაციით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სამართალდამცავები გაურკვეველი მიზეზით ატარებენ ჩხრეკას. ისინი არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, მას იარაღი ჩაუდონ.

ბიძა ამბობს, რომ ჯერ კიდევ ორი თვის წინ, პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაჩო სივიევის ძმა, მირიან სივიევი თანასოფლელი ქალის საჩივრის საფუძველზე დააკავეს და მისი სახლი მაშინაც გაჩხრიკეს. მირიან სივიევის წინააღმდეგ სსამართლო დავა თელავის რაიონულ სასამართლოში ამ დრომდე გრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close