რეგიონიყვარელი

გივი ზაუტაშვილი ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურისა და ყვარელწყალმომსახურების თანამშრომლებს შეხვდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ების – ყვარლის კეთილმოწყობის სამსახურისა და ყვარელწყალმომსახურების თანამშრომლებს შეხვდა.

არსებული ინფორმაციით- მერმა, ა.ა.ი.პ კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი ბაიდოშვილისგან, არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ასევე, განიხილა აღნიშნული დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.

მერი ასევე, გაესაუბრა ა.ა.ი.პ ყვარელწყალმომსახურების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, ინფორმაცია მიიღო უბნის ხელმძღვანელებისგან სოფლების წყალმომარაგებასთან და არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close