დღის ამბებისაზოგადოება

შსს- ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ათი ახალი სახანძრო ავტომანქანა შეიძინა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

ახალი, მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები განკუთვნილია ტყის ხანძრების წინააღმდეგ ბრძოლისთვის და თანამედროვე ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ – იოსებ ჭელიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა – თემურ მღებრიშვილმა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე, ახალი სახანძრო ავტომობილები დაათვალიერეს და მათ ფუნქციურ და ტექნიკურ მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close