დღის ამბებისაზოგადოება

ამ დროისათვის თელავის რამდენიმე ქუჩას გაზი არ მიეწოდება

ამ დროისათვის თელავში გაზი გათიშული აქვს ქუჩებს : ჭავჭავაძის ნაწილი, გოგებაშვილის ნაწილი, ჯავახიშვილის ქუჩა, ჩოლოყაშვილის, ქეთევან წამებული , ყადორის და ასევე მიმდებარე ტერიტორიები.

არსებული ინფორმაციით, ავარიული გათიშვა დღეს საღამოს მოხდა და ხვალ დილით 11 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.

თელავ გაზი ბოდიშს უხდის მომხმარებელს და განმარტავს-

“ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, მოხდა გაზის მილის დაზიანება, კერძოდ წყალგაყვანილობის სარეაბლიტაციო სამუშაოების დროს მოხდა გაზის მილის დაზიანება რამაც გამოიწვია გაზის შეფერხებით მიწოდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close