დღის ამბებისაზოგადოებასპორტი

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს ჩემპიონის ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს სპორტულ დარბაზს მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით ლეგენდარული ჩემპიონის, ლევან თედიაშვილის სახელი მიენიჭება.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი სოფელ უდაბნოში, ახალი მრავალფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.

სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.
სპორტული დარბაზის მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 637 691 ლარით დაფინანსდა.

ცნობისთვის, კახეთის რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close