კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ბარჯისხევში ტრაილერი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და “ფორდის” მარკის მიკროავტობუსს შეეჯახა, შემდეგ კი გადატრიალდა.
მიკროავტობუსის მგზავრებმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კახეთის ორ კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც ცნობილია, მგზავრები სოფელ ფშავლიდან თბილისის მიმართულებით მიდიოდნენ.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.