კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კიმ დონგაპს შეხვდა
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს.
გიორგი ალადაშვილმა დიპლომატთან ერთად განიხილა საქართველოს და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციის გამართვის შესაძლებლობა, რაზეც დიპლომატმა მზაობა დაადასტურა.
მხარეებმა განიხილეს რეგიონის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის და ტურიზმის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.