ქალაქ გურჯაანში, სტიქიით დაზიანებული ქოროღლიშვილის ქუჩის მიმდებარე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივი მერიის ინფორმაციით- ამ დროისთვის უკვე დასრულებულია ასფალტის პირველი ფენის მოწყობა.
მთავრობის განკარგულებით, აღნიშნულ გზაზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 355 550 ლარია გამოყოფილი.
ქოროღლიშვილის ქუჩაზე, გზის რეაბილიტაციას შპს “მშენებელი” ახორციელებს.