გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, რამაზ ქიტიაშვილთან ერთად, სოფელ ზეგაანში, „აგრო ეფექტის“ მაღაზიის გახსნის ცერემონიალს დაესწრო.
” სასიხარულოა, რომ კიდევ ერთი აგრო მაღაზია გაიხსნა გურჯაანში, სადაც ჩვენს მოსახლოებას მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა შეეძლება. მინდა, მათ ვუსურვო წარმატება და ბევრი მადლიერი მომხმარებელი. ” – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი მაჭავარიანი.
ცნობისთვის- შპს ,,აგრო ეფექტი” უკვე 16 წელზე მეტია ბაზარზეა წარმოდგენილი და ხარისხიან პროდუქციას სთავაზობს ფერმერებს.