Home რეგიონი ლაგოდეხი ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯონდო მდივნიშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ჯონდო მდივნიშვილმა, მერის წარმომადგენლებთან, მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მუნიციპალიტეტის ძირითად გამოწვევები – მიმდინარე და ახალი შესასრულებელი პროექტების მკაცრი მონიტორინგი, სწორი კომუნიკაცია, ადგილობრივების ინფორმირება იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომლებსაც ხელისუფლება მათთვის ახორციელებს, სუფთა მუნიციპალიტეტის სტატუსის შენარჩუნება – ეს, იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელზეც მდივნიშვილმა ისაუბრა.

„იმისთვის, რომ ვიყოთ წარმატებული და სამაგალითო მუნიციპალიტეტი, აუცილებელია განვახორციელოთ მიმდინარე პროექტების სწორი მენეჯმენტი, დროული და ხარისხიანად შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი და ვიყოთ მეტად კომუნიკაბელური მოსახლეობასთან”,- განცხადა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა.