სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, „ილიას ტბაზე“ რეგიონალური შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში.
” შეჯიბრში სულ 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას: 7 გუნდი – ვაჟების, 4 გუნდი – გოგონების.
ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურის სკოლა.
გოგონათა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნის სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანდარის სკოლა.
შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ”,- აღნიშნავენ ყვარლის მერიაში.