ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ხადორში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვიმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
სოფელ ხადორში, მოსახლეობის მხრიდან მოსაგვარებელ, პრიორიტეტულ საკითხად, გარე განათების ქსელის მოწესრიგება დასახელდა.