ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენში, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე 53 წლის მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის თანასოფლელმა 53 წლის მამაკაცს სამი ჭრილობა სანადირო თოფიდან გასროლით მიაყენა.
დაჭრილი მამაკაცი, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა კრიტიკული მდგომარეიბის გამო, ექიმებმა მისი თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.
მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით დაიწყო.