Home რეგიონი გურჯაანი გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დასრულდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან ბოლო შეხვედრები სოფლებში: ვეჯინში, კოლაგში, კარდენახსა და ჭერემში გაიმართა.

შეხვედრებზე ადგილობრივებმა, ის მცირე მასშტაბიანი პრიორიტეტული პროექტები, რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამ სოფლებში განხორციელდება, ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.

შეგახსენებთ, წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 520 000 ლარია გამოყოფილი.