ახმეტარეგიონი

ალექსი ფიცხელაური სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლის Х- ХI კლასის მოსწავლეებილს შეხვდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს ალექსი ფიცხელაურს, სოფ.ქისტაურის საჯარო სკოლის Х- ХI კლასის მოსწავლეები და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია გლურჯიძე შეხვდნენ.

არსებული ინფორმაციით- შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფელში არსებულ გამოწვევებს.

” მოსწავლეებმა მერს სთხოვეს,შუამდგომლობა გაუწიოს საგზაო დეპარტამენტთან სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟდეს საგზაო გამაფრთხილებელი ნიშნები ,, ფრთხილად ბავშვებია”, ასევე,სტადიონზე, რომლითაც სარგებლობს სოფლის ახალგაზრდები დაეგოს მწვანე საფარი და აშენდეს შენობა,სადაც ბავშვები შეძლებენ საჭირო ნივთების შენახვას.

მერმა მათ მერიის საქმიანობასა და სამოქმედო გეგმებზე, ასევე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია გააცნო და დაპირდა, რომ ახალგაზრდების ინიციატივებს პროექტების დაგეგმვის და განხორციელებისას აუცილებლად გაითვალისწინებს”,- აღნიშნავენ ახმეტის მერიაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close