კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მომხდარ ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სახლის გალავანს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად 21 წლის კოტე მოზაიძე ადგილზე გარდაიცვალა.
ავტომობილში კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა იმყოფებოდა. ისინი სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.