“ენერგო-პრო ჯორჯიას” თანამშრომელი, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის მკვიდრი, შალვა ხატიაშვილია.
არსებული ინფორმაციით, კახეთის რეგიონიდან კომპანიიდან- 4 თანამშრომელი იმერეთში, საჩხერის რაიონში, სტიქიის შედეგად არსებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად იყო გაგზავნილი.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ელექტრობოძი გადატყდა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა. ხატიაშვილი 50 წლამდე იყო, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.
ცნობისთვის, კომპანიამ 6 თებერვალს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმა ქარმა, წვიმამ და თოვლმა დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების და ფიდერების ნაწილი დააზიანა.
“ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური სამსახურის დამატებითი ბრიგადები მცხეთა-მთინეთიდან, ქვემო ქართლიდან, კახეთიდან და სამცხე-ჯავახეთიდან სტიქიის ადგილებზე გაგზავნეს.