განათლებადღის ამბები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ერთობლივი ფორუმი გაიმართა

საგარეჯოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტები 2023 წელს ოფიციალურად შეუერთდნენ ევროპის საფესტივალო ქალაქების პლატფორმას და მემორანდუმზე ხელმოწერით პლატფორმის წევრები გახდნენ.

აღნიშნული თანამშრომლობის საფუძველზე, აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის და ევროპის საფესტივალო ასოციაციის – ევროპის საფესტივალო ქალაქების ფარგლებში, შეიქმნა „კულტურა, ღვინო და ტექნოლოგიების ქალაქების პლატფორმა“, რომელიც ორი მუნიციპალიტეტის – საგარეჯოს და მარნეულის პოპულარიზაციას, კულტურული იდენტობის შენარჩუნებას და ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს – კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ გულიკაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა. ფორუმს უძღვებოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, დავით გურგენიძე.

მუნიციპალიტეტების მიერ ორგანიზებულ, ერთობლივ ფორუმში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები და 10 ქვეყნის დელეგატები იღებდნენ მონაწილეობას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close