ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში შეხვედრები აქტიურად გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, სოფელ რაჭისუბნისა და მაწიმის მოქალაქეების გადაწყვეტილებით გაერთიანდა და სოფელ მაწიმში ახალი სკვერის მოწყობა გადაწყდა.

ასევე, შრომის თემის ორი სოფლის მაცხოვრებლებმა თანხები, ამჯერადაც გააერთიანეს და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს.

ორივე თემში შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე, მერიის სამსახურებისა და საკრებულოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ცნობისთვის- წელს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაწიმის თემის სოფლებისათვის, 26 000 ლარი, ხოლო შრომის თემის სოფლებისათვის 36 000 ლარია გამოყოფილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close