ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით გრძელდება- ინფორმაციას ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე თქმით- 2024 წელს დასრულდება თბილისი-საგარეჯოს 31 კმ-იან და ბაკურციხე – წნორის 16.6 კმ-იან მონაკვეთების მშენებლობა.
გაგრძელდება 2023 წელს დაწყებული საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაც, რომლის დასრულება 2025 წელს იგეგმება.