Home დღის ამბები გიორგი ალადაშვილი- “შესაბამისი სამსახური მობილიზებულია რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა”

გიორგი ალადაშვილი- “შესაბამისი სამსახური მობილიზებულია რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა”

კახეთის რეგიონის  ორ მუნიციპალიტეტში, ახმეტაში და თელავში ნალექი, თოვლის სახით მოვიდა, რამაც გზებზე გარკვეული სახის პრობლემები შექმნა.

“რეგიონის მუნიციპალიტეტებში ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, რათა მოხდეს უამინდობით გამოწვეული პრობლემების დროულად აღმოფხვრა. რეგიონის  ორ მუნიციპალიტეტში – ახმეტაში და თელავში გვაქვს ნალექი თოვლის სახით. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ამ ეტაპზე, თოვლი არ მოსულა. რაც შეეხება, ვაზიანი – გომბორი- თელავის დამაკავშირებელ საავტომობილო გზას, გადაადგილება გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დაშვებულია მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის”- აღნიშნა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა.