Home რეგიონი ლაგოდეხი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები არეშფერნის თემში გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები არეშფერნის თემში გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოქალაქების გადაწყვეტილებით სოფელ არეშფერანში, ორი ტრანსპორტის მოსაცდელი აშენდება, სოფელ ქევხიანში მოსაცდელი და სიჩქარის შემაფერხებელი ბარიერი დამონტაჟდება, ხოლო ზემო და ქვემო ბოლქვის მაცხოვრებლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, ქვემო ბოლქვში, სასაფლაო შემოიღობება.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, აღნიშნულ სოფლებში, საზოგადოებრივი მიკრო ავტობუსი მოძრაობს და ადგილობრივებისთვის ტრანსპორტის მოსაცდელის მოწყობა მნიშვნელოვან პრობლემას მოაგვარებს.

„სოფელ არეშფერანში და ქევხიანში მოსაცდელის აშენება გადაწყდა. აღნიშნულ სოფლებში, საზოგადოებრივი მიკრო ავტობუსი მოძრაობს. მოქალაქეებთან ერთად, მოსაცდელის მოწყობის აუცილებლობა, სკოლის მოსწავლეების საჭიროებამაც განსაზღვრა. მათ, ცუდ ამინდში, ღია ცის ქვეშ, აღარ მოუწევთ მოცდა“, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.