კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, პარლამენტის წევრები – მაკა ბოჭორიშვილი და ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა საჯარო ლექციის ფორმატში უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციაზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ასევე, საუბარი შეეხო იმ მიღწევებსა და გამოწვევებს, რაც ევროინტეგრაციის გზაზე სამუშაო პროცესს თან ახლავს.
სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მხრიდან საჯარო ლექციას მაღალი დაინტერესება მოჰყვა და მოხსენებების დასრულების შემდეგ, წარმომადგენლობით აუდიტორიაში, კითხვა – პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.